საშინაო
დავალების როლი ინგლისური ენის სწავლების პროცესში
თეონა მოდებაძე
კვლევა წარდგენილია 175-ე საჯარო სკოლის დირექციის წინაშე
თბილისი,2018
“როგორც
წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს
და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ
ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული
სათანადო წესების შესაბამისად“
სარჩევი
აბსტრაქტი....................................................................................................................1
შესავალი.......................................................................................................................2
საშინაო დავალების ტიპები......................................................................................4
საშინაო დავალების შეფასება....................................................................................7
საშნაო დავალების როლი ევროპული განათლების მოდელის მიხედვით......8
1.1.კვლევის მიზნები და ეტაპები............................................................................10
1.2.კითხვარი მასწავლებლებისთვის.......................................................................12
1.3.კითხვარი მოსწავლეებისთვის............................................................................13
1.4.კითხვარი მშობლებისთვის..................................................................................14
გამოკითხვის საფუძველზე საკვლევი პრობლემის შედეგები.............................15
2.1.დიაგრამა..................................................................................................................17
2.2.დიაგრამა..................................................................................................................18
2.3.დიაგრამა..................................................................................................................19
პრობლემის იდენტიფიცირება, ინტერვენცია, დასკვნა........................................20
აბსტრაქტი
წარმოდგენილი კვლევა ეხება საშინაო დავალების
როლს სწავლა-სწავლების პროცესში,კერძოდ, ინგლისურ ენაში. მისი
ასპექტების მრავალგვარობას. რა მიზანს ემსახურება საშინაო დავალების არსებობა, როგორც
ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი პოსტულატი საბოლოო შედეგზე გასასვლელად.
რა დადებითი და უარყოფითი მხარე შეიძლება ჰქონდეს საშინაო დავალებას და, ხშირ შემთხვევაში,
რამდენად მოტივატორი ან დემოტივატორი შეიძლება აღმოჩნდეს ის მოსწავლისთვის უცხო ენის
შესწავლისას. რა განაპირობებს საშინაო დავალების ირგვლივ განსხვავებულ დამოკიდებულებებს,
როგორ ხედავენ მას მოსწავლეები მასწავლებლები და მშობლები, როგორ შეიძლება მივიდეთ
საუკეთესო გამოსავლამდე.
1
შესავალი
აღნიშნული კვლევის მიზანია განისაზღვროს საშინაო
დავალების როლი ინგლისური
ენის შესწავლის პროცესში.
საშინაო დავალება ცხოვრების შემადგენელი ნაწილია არა მხოლოდ მოსწავლეებისათვის, არამედ
მასწავლებლისა და მშობლებისთვისაც კი. ჩვენ ყველანი ყოველდღიურად დროის გარკვეულ მონაკვეთს
აუცილებლად ვუთმობთ საშინაო დავალებას, იქნება ეს მისი შესრულება ,(მოსწავლე-მშობლის
შემთხვევაში) თუ მასწავლებლის, (ამ უკანასკნელის პირდაპირი მოვლეობა და პასუხისმგებლობაა
საშინაო დავალება სწორად და ზუსტად იყოს განსაზღვრულ-შერჩეული.)
საშინაო დავალება გარკვეულწილად განსაზღვრავს,
როგორც მოსწავლის მიმდინარე შეფასებას, ასევე მისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას
სკოლასა და სკოლის გარეთ.
ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოიკვეთა ინტერესი
და ასევე აზრთა სხვადასხვაობა საშინაო დავალებასთან დაკავშირებით.
სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორი გახდა მიზეზი
იმისა, რომ დავინტერესებულიყავი ზემოხსენებული საკითხით და მეცადა უკეთ შემესწავლა
საშინაო დავალების არსი, მისი რაობა და როლი არა მხოლოდ მოსწავლის გადმოსახედიდან,
არამედ თავად მასწავლებლებისა და მშობლების შეფასების ანალიზიც მომეხდინა.
ჩემი კვლევა მოიცავს თითოეული ჯგუფის შედეგებს:
რას ფიქრობენ ისინი საშინაო დავალებაზე ინგლისურ ენაში,
რამდენად მნიშვნელოვანია საშინაო დავალების როლი უცხო ენის სრულფასოვანი ფლობისთვის და, ზოგადად, ხარისხიანი განათლების მიღების პროცესში, რამდენად მნიშვნელოვანია საშინაო
დავალების რაოდენობა, რამდენი დრო ეთმობა მის შესრულებას.
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მე-7 -მე-11 კლასის
მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა.
კვლევამ მოიცვა რაოდენობრივი და თვისობრივი
კლევის მეთოდები,უშუალო დაკვირვება, ანკეტირება, ინტერვიუ, რათა უფრო ნათელი გამხდარიყო
შედეგები და საკითხის არსი.
2
კვლევამ აჩვენა, რომ: ამ საფეხურის მოსწავლეების
საშინაო დავალება საკმაოდ ვრცელია. ის ბავშვის დროის სრულ 80% საჭიროებს და საკმაოდ
დატვირთულია განმამტკიცებელი სავარჯიშოებით. პირადმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ძალიან
ხშირად ეს არის დემოტივატორი და იწვევს მოსწავლეებში აგრესიასაც კი დავალებების შესრულების
მიმართ. ინგლისურ ენაში
დავალებების აბსოლუტური უმრავლესობა ეყრდნობა სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოებს. ნაკლებად ინტენსიური ხასიათი
აქვს შემოქმედებით საშინაო დავალებას.
კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ საშინაო
დავალებების ეფექტიანობის განსაზღვრა ინგლისურ ენაში და მათი როლი მოსწავლეთა შედეგების გაზომვაში, რომელიც
უნდა უახლოვდებოდეს ესგ-ით განსაზღვრულ სტანდარტს. ამ კუთხით რამდენიმე კვლევაა ჩატარებული,
რომლებიც აჩვენებს, რა კავშირია საშინაო დავალებებსა და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას
შორის. ჩემი კვლევა,იმდენად რამდენადაც, პრაქტიკული
კვლევაა, სასარგებლო ინფორმაციის შემცველია ზოგადსაგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებული
ადამიანებისათვის, მასწავლებელებისა თუ მოსწავლეთა მშობლებისათვის. შედეგები კი, შესაძლოა, პრაქტიკაში
ძალიან ეფექტურად გამოიყენონ მასწავლებლებმა.
კვლევამ გვაჩვენა, რომ მოსწავლეებზე დადებითად
მოქმედებს, მათ მოტივაციას საგრძნობლად ზრდის შემოქმედებითი საშინაო დავალებები. ისინი
ინტერესით აკეთებენ მათ, ისეთი მოსწავლეებიც კი იჩენენ მოტივაციას, ვინც საშუალოდ ან სუსტად
ფლობს უცხო ენას, თუნდაც
საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მოსწავლეთა სერიოზული დემატივატორი აღმოჩნდა
დავალებები, რომელიც გაგებული მასალის განმტკიცებას ისახავს მიზნად, მოცულობით ძალიან
ვრცელია და ფაქტობრივად, მექანიკურ პასუხებს გულისხმობს.
საინტერესოა, რომ თითქმის ერთნაირი მიდგომა
აქვთ საშინაო დავალებების მიმართ სხვადასხვა აკადემიური მოსწრების, სხვადასხვა ინტერესებისა
თუ უნარების მოსწავლეებს. ეფექტიც საშინაო დავალებისა თითქმის ერთნაირია.
3
საშინაო
დავალების ტიპები
განასხვავებენ აკადემიური და არააკადემიური ტიპის საშინაო
დავალებებს. პირველ კატეგორიას განეკუთვნება: განმამტკიცებელი, მოსამზადებელი, სააზროვნო,
ინტეგრირებული და შემოქმედებითი ტიპის საშინაო დავალებები. ხოლო
არააკადემიური
დავალებების კატეგორიაში ერთიანდება პიროვნული და სოციალური თვისებების და უნარ-ჩვევების
განმავითარებელი დავალებები.
აკადემიური საშინაო დავალების სახეები:
განმამტკიცებელი საშინაო დავალება ყველაზე ფართოდ გამოიყენება
და კლასში შესწავლილი მასალის გამეორება-განმტკიცებას ემსახურება. მოსწავლეს შეიძლება
დაევალოს დამატებითი ფაქტების, ცხრილების, მწკრივების და სერიების, მათემატიკური ფორმულების,
ფიზიკის კანონების, გეოგრაფიული მდებარეობების და ა.შ. დამახსოვრება.
მკვლევარების მოსაზრებით, ყველაზე ეფექტურია ისეთი განმამტკიცებელი
დავალებები, რომლებიც ახალი მასალისა და მოსწავლის პირადი გამოცდილების დაკავშირებას
უზრუნველყოფს. მაგალითად, თუ მოსწავლეებმა ასტრონომიის გაკვეთილზე ისწავლეს დიდი დათვის
თანავარსვლავედი, ეფექტური იქნება დავალება, რომლის ფარგლებშიც, მათ სხვადასხვა სურათზე
უნდა ამოიცნონ ეს თანავარსკვლავედი. ასეთივე ტიპის იქნება დავალებები, რომლებიც ამბის,
მოთხრობის დაწერას, მშობლებისგან ინტერვიუს აღებას, ოჯახის სხვა წევრებისთვის ახალი
მასალის სწავლებას გულისხმობს.
განმამტკიცებელი დავალებები ახალი ცოდნის გამყარებას
და კონკრეტულ უნარ-ჩვევაში დახელოვნებას ემსახურება.
მოსამზადებელი საშინაო დავალება, ტრადიციულად, შეიძლება
გულისხმობდეს: საკითხავი მასალის გაცნობას და საბიბლიოთეკო ან ინტერნეტ კვლევას, პრეტესტის
დაწერას, ახალი ამბების მოსმენას, კლასში მისატანად სხვადასხვა ნივთის მოპოვება-მომზადებას,
ახალ თემატიკაზე შეკითხვების განხილვას. ამ ტიპის დავალებები უფრო მეტად უფროს კლასებში
და ჰუმანიტარულ დისციპლინებში გამოიყენება, თუმცა
4
მოსამზადებელი საშინაო დავალებების მთავარი მიზანია,
მოსწავლე შეემზადოს ახალი ცნებების და მასალის გასაცნობად, მოხდეს მისი მოტივირება.
სააზროვნო ტიპის საშინაო დავალება მიღებული ცოდნის განმტკიცების
და უნარ-ჩვევების ათვისების შემდეგ, მის ახალ კონტექსტში ან ახლებურად გამოყენებას
გულისხმობს. სააზროვნო დავალებებს შორის ყველაზე გავრცელებულია საგანში მიღებული ცოდნის
გამოყენება რეალური პრობლემების გამოსაკვლევად და გადასაჭრელად. ასევე, სააზროვნო დავალების
ფარგლებში, შესაძლოა განხორციელდეს თეორიული მსჯელობა პრობლემისა და ჰიპოთეზების გარშემო.
ამ ტიპის დავალებები შედარებით რთულია და მათი შესრულება მეტ მოსამზადებელ დროს მოითხოვს.
ინტეგრირებული დავალება, სააზროვნო საშინაო დავალების
მსგავსად, ამოცანების, პრობლემების გადაჭრის, ჰიპოთეზის განხილვის, შედარებითი და ისტორიული
ანალიზის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მოძებნის სახით შეიძლება წარმოადგინოს მასწავლებელმა.
ინტეგრირებული დავალების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მის შესასრულებლად მოსწავლემ
სხვადასხვა უნარ-ჩვევა ან სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნა უნდა გამოიყენოს.
შემოქმედებითი ტიპის საშინაო დავალებებს განეკუთვნება
ისეთი დავალებები, როგორიცაა: წიგნის
ანალიზი, სემესტრული თემა, კვლევითი
პროექტი. ასეთი დავალებები გრძელვადიანია და კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება.
შემოქმედებითი დავალებების მიზანია, მასწავლებელმა მოსწავლისგან მიიღოს ინდივიდუალური
და ორიგინალური პროდუქტი.აკადემიური სახის საშინაო დავალებებს შორის ყველაზე გავრცელებულია
განმამტკიცებელი და მოსამზადებელი დავალებები. ამის ერთ-ერთი საფუძველი ალბათ ის გახლავთ,
რომ ახალი მასალის 50%-იანი ხარისხით განმტიცებას ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ოთხჯერ
გავარჯიშება მაინც სჭირდება, ხოლო ცოდნის 80%-იანი ხარისხის მიღწევას _ 24-ჯერ გავარჯიშება.
გარდა ამისა, ამ ტიპის დავალებები, როგორც წესი, წინასწარ გაწერილია სახელმძღვანელოებში
და შესაბამისად, მათ შედგენაზე მასწავლებელს დამატებითი დრო არ ეხარჯება. შემოქმედებითი,
ინტეგრირებული და სააზროვნო დავალებები კი, ძირითადად, მასწავლებლის მოსაფიქრებელი
და შესადგენია.მათი შედგენისას მას შეუძლია,
5
თავისუფლად გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები, მათი
ცოდნის დონე, სოციალური ფონი და ა.შ.
არააკადემიური საშინაო დავალებები: ქცევითი უნარ-ჩვევების
განვითარების მიზნით, მასწავლებელმა არაკადემიური და აკადემიური დავალებების სინთეზი
შეიძლება მოახდინოს. მაგალითად, თუ მოსწავლეს ლიტერატურის გაკვეთილზე ევალება პერსონაჟის
ანალიზი, ეს ხელს უწყობს როგორც სასწავლო მასალის ათვისებას, ასევე ქცევითი ნორმების
განხილვა/განსაზღვრასაც. მოსწავლეთა შორის გუნდური მუშაობის დანერგვის მიზნით მასწავლებლები
ჯგუფურ პროექტებს, პრეზენტაციებს და საველე გასვლებს იყენებენ. მოსწავლეებსა და მშობლებს
შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად
ინიშნება მშობელთა ინტერვიუები სხვადასხვა საკითხზე. უცხო ენის პრაქტიკული დანიშნულების მიზნით, მასწავლებელმა
მოსწავლეები შეიძლება ჩართოს მოხალისეობრივ საქმიანობაში, მოიწვიოს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან
ევროპელი მოხალისეები და გაიმართოს კონკრეტული თემების ირგვლივ მსჯელობა-დისკუსია,
ასეთი აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ენობრივი ბარიერის გადალახვას და უცხო ენის
პრაქტიკული დანიშნულებისამებრ გამოყენებას. ექსპერტების და სპეციალისტების
მოსაზრებით, არააკადემიურ დავალებებს უფრო მასშტაბური გავლენა შეიძლება ჰქონდეს, აკადემიური
სახის დავალებებთან შედარებით.
6
საშინაო დავალების შეფასება
როდესაც ვსაუბრობთ საშინაო დავალების ტიპებზე აქვე ხაზგასმით
უნდა აღინიშნოს შეფასების როლი მისი ეფექტიანობის განსაზღვრისთვის. როგორც ვიცით, არსებობს
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება, რომელიც ხორციელდება ნიშნებით, სიტყვიერად,
წერილობითი კომენტარებით ან ისეთი წამახალისებელი ფორმით, როგორიც არის ჯილდო. საშინაო დავალების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა
გაითვალისწინოს შეფასების შესაძლებლობები. მან დავალების გამოკითხვას 10 წუთზე მეტი
არ უნდა დაუთმოს, ხოლო შინ დავალების შესწორებას თითოეულ კლასზე დაახლოებით ერთი საათი
უნდა დაუთმოს
კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებელთა უმეტესობა ზემოთ
ხსენებულ შეფასებას იყენებს საკლასო და შემაჯამებელი დავალებებისთვის, ხოლო საშინაო
დავალება ხშირად უყურადღებოდ, ყოველგვარი შეფასების გარეშე რჩება, ამიტომ ზოგჯერ ეს
ფაქტორი მოსწავლეებში კიდევ ერთი დემოტივაციის მიზეზი ხდება, რასაც , როგორც წესი,
მოყვება ე.წ. "გადაწერა," ერთი მოსწავლის მიერ შესრულებული საშინაო დავალების
გავრცელება რამდენიმე მოსწავლეს შორის, ან,
უარეს შემთხვევაში, მთელი კლასის მასშტაბით. რეალური სურათით იკვეთება საშინაო დავალების
შეუფასებლობის პრობლემა, ან საშინაო დავალებისთვის განკუთვნილი შეფასების რუბრიკების
მხოლოდ თეორიული არსებობა.
აღნიშნულ პრობლემას
ხელს ისიც უწყობს, რომ ინგლისურ ენაში არსებული სავარჯიშოების რვეული ე.წ. workbook-ი არის შაბლონური და რუტინული, ისე რომ მოსწავლეს
ნაკლებად აძლევს განვითარებისა და ინგლისური ენის სახალისო-საინტერესო გზით
შესწავლის საშუალებას, რომ შედეგად მოსწავლემ შეძლოს ყოველდიურ ცხოვრებაში გადაიტანოს
მიღებული ცოდნა, რასაც უცხო ენაზე კომუნიკაციის დამყარება გულისხმობს.
ზემოთ აღნიშნული
პრობლემის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ და, შესაძლოა, ეჭვქვეშ დავაყენოთ პასუხისმგებლობის
საკითხი, ასეთი ვითარების ფონზე რამდენად ხელშემწყობია მოსწავლსთვის საშინაო დავალება,
რომ მან გაივითაროს პასუსიხისმგებლობისა და ორგანიზებულობის უნარ-ჩვევები, რომლებიც
არა მხოლოდ ლოკალურად მოსწავლისთვის, არამედ , ზოგადად, ადამიანისთვის მნიშვნელოვანი
თვისებებია.
7
კველევა კიდევ
ერთხელ ადასტურებს, რომ მოსწავლეები უფრო მეტი ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა მოეკიდონ
საშინაო დავალების შესრულებას, ის ინდივიდუალურად მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებზე
უნდა იყოს მორგებული. თუკი საშინაო დავალება აუცილებელია, მაშინ ის ადეკვატურად უნდა
პასუხობდეს თავის დაკისრებულ მოვალეობას და ასრულებდეს შესაბამის ფუნქციას.
კვლევის შედეგი
კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია როგორც საშინაო დავალების ტიპების შერჩევა,
ასევე მათი ცვალებადობა სხვადასხვა ასპექტების მიხედვით, იქნება ეს საკითხავი მასალა,
მულტი-მედიურ უნარებზე გათვლილი დავალება, რაც მოსწავლეებს ყოველთვის ახალისებს, პროექტი,
ჯგუფური თუ წყვილებში მუშაობა .
თუკი საშინაო
დავალებას ექნება განსაზღვრული და ვალიდური შეფასება, მაშინ საშინაო დავალების შესრულებას
მოსწავლეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და პროცესი გაცილებით საინტერესო, სანდო
და გამჭვირვალე გახდება, რაც მთავარია შედეგეზე ორიენტირებული.
საშინაო დავალების როლი
ევროპული განათლების მოდელის მიხედვით
როგორც ორგანიზაციაOECD -ის_(ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების)
წევრი ქვეყნების ბოლო დროინდელი სტატისტიკა აჩვენებს, საშინაო დავალების როლი სწავლის
პროცესში მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგალითად ფინურ მოდელს თუ განვიხილავთ, სკოლებში
ბავშვებს თითქმის არ უწევთ საშინაო დავალების შესრულება მათ შორის, უცხო ენაშიც, თუმცა
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეები სრულფასოვან განათლებას ვერ იღებენ, აქცენტი გადატანილია
სკოლის გარემოშივე ისეთი დავალების ტიპების შესრულებაზე, როგორიცაა ჯგუფური მუშაობა,
წყვილებში მუშაობა და ხანდახან ინდივიდუალური დავალება, რომელიც რამდენიმე წუთს შეიძლება
მოიცავდეს. საგაკვეთილო პრცესში აქცენტი კეთდება უცო ენაზე, როგორც ცოცხალ ორგანიზმზე,
რაც გამოხატულია ატიურ მეტყველაბასა და ლექსიკის გარღმავებაში.
8
იგიგვე შეიძლება
ითქვას საფრანგეთის მოდელზე, სადაც მოსწავლეებს კვირაში მხოლოდ 5-6 საათის გამოყოფა
უწევთ საშინაო დავალებისთვის.გერმანიაც მიყვება ამ უკანასკნელის კვალს და ზოგიერთ გერმანულ
სკოლაში ოფიციალურად გაუქმებულია საშინაო დავალება.
შედარებით ნეიტრალურ
პოზიცას იკავებს ინგლისი და შოტლანდია, სადაც კვირაში დაახლოებით 10 საათი ეთმობა საშინაო
დავალების შესრულებას, რასაც ვერ ვიტყვით კანადის სკოლებზე, აქაც მწირია საშინაო დავალების
როლი სასწავლო პროცესში.
თუმცა „გარდიანის“
ერთერთ ბოლოდროინდელ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბრიტანეთის ერთ-ერთმა უძველესმა და პრესტიჟულმა
სკოლამ,Cheltenham Ladies College, ოფიციალურად აკრძალა საშინაო
დავალება, რადგან დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ მოსწავლეებში ხშირად იწვევდა საშინაო
დავალება შფოთვას, დაძაბულობასა და დეპრესიასაც კი. ეს შედეგი ერთნაირი აღმოჩნდა განურჩევლად ყველა მაღალი თუ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის.
იმავე სტატიაში
ვკითხულობთ, რომ დაწყებითი საფეხურის ბაზაზე საშინაო დავალების მიცემა მოსწავლისთვის
ერთგვარი დანაშაულია, საშინაო დავალება უნდა იყოს სასიამოვნო და არასავალდებულო კლასგარეშე
საქმიანობა, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება უკეთესი თვითშემეცნებისა და პიროვნული უნარების
განვითარებაში, ხოლო განამამტკიცებელი სავარჯიშოები, რომელიც ერთგვარ რუტინას ემსგავსება
არაფრის მომცემია და დროის ფუჭად ხარჯვაა, თანამედროვე მოსწავლის ინტერესის სფეროს
აღარ წარმოადგენს კითხვები რა, სად, როდის, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია კითხვებზე
რატომ, როგორ, რის საფუძველზე კითხვების შედეგად მიღებული პასუხები.დასავლეთ ევროპის
ქვეყნების მოდელისაგან განსხვავებით აზიის ქვეყნების საგანამანათლებლო სისტემა აშკარად
ფოკუსირებულია საშინაო დავალების მნიშვნელოვნებაზე. მაგალითისთვის ავიღოთ სინგაპური
და შანხაი, მოსწავლეებს უწევთ 15-16 საათის
გატარება საშინაო დავალების შესრულებაზე. საშინაო დავალება ყოველდღიურობის განუყოფელი
ნაწილია.
ასე რომ მკვლევარებისა
და განათლების სფეროს წარმომადგენლების მიხედვით, ყოვედღიური კითხვა, რომელიც საშინაო
დავალების შემადგენელი ერთ-ერთი
ასპექტია, გაცილებით მნიშვნელოვანია მოსწავლის სააზროვნო
უნარების განვითარებისთვის, ვიდრე წერითი სავარჯიშოები.
9
მკვლევარები იმაზეც
თანხმდებიან, რომ საშინაო დავალების ნაცვლად კრეატიული და სახალისო პროექტები, რომელიც
ჯგუფურ მუშაობას ეფუძნება და ხელს უწყობს თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, გაცილებით
სასარგებლოა როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, რადგან,
ამ შემთხვევაში, უფროსებიც ჩართულები იქნებიან ბავშვების სასწავლო პროცესში.
კვლევის მიზნები და ეტაპები
ვინაიდან ინგლისური ენა აერთიანებს ხუთ ძირითად
ასპექტს: კითხვა, წერა, მოსენა, ლაპარაკი, გრამატიკა(ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენება,)
საშინაო დავალებაც, შესაბამისად, აღნიშნულ მიმართულებებს მოიცავს. პედაგოგიური გამოცდილებისა
და დაკვირვების საფუძველზე დავასკვენი, რომ მოსწავლეთა უმეტესობას მოსწონს ისეთი ტიპის
დავალებების შესრულება, რომელიც უფრო მეტად კომუნიკაციას ეყრდნობა. ინგლისურ ენაში
ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს ლექსიკური მარაგი, სიტყვების დამახსოვრება მრავალგვარი
კონტექსტის მიხდვით, ამიტომ გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოსწავლეებში დაძაბულობას და სტრესს იწვევს, ამასთანავე,
საგნისადმი ინტერესს აკარგვინებს ისეთი საშინაო დავალებები, რომლებიც მოითხოვს საათობით
რუტინული გრამატიკული სავარჯიშოების შესრულებას.
მოსწავლეებს არ მოსწონთ, ინტერესს არ აღვივებს
ისეთი ტიპის დავალებები, რომლებიც ორიენტირებულია მხოლოდ გრამატიკაზე, მათი თქმით ამგავარი
ინფორმაციით ისინი ვერ ახერხებენ ცოდნის ინტერგრირებას რეალურ ცხოვრებაში, უცხო ენა
რჩება განყენებულ ცნებად. საინტერესოა ისიც, რომ თითქმის მსგავი შეხედეულება აქვთ მაღალი
აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებსაც, რომლებიც ამbობენ, რომ გრამატიკულ ტესტებს აკეთებენ თითქმის უშეცდომოდ, მაგრამ ენას
სრულფასოვნად ვერ ფლობენ და არ შეუძლიათ მარტივ დონეზეც კი კომუნიკაციის დამაყარება
ინგლიურ ენაზე, თუკი საჭიროება და სიტუაცია ამას მოითხოვს.
გამოკითხვებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებს სიამოვნებთ,
ხალისით ასრულებენ ისეთი ტიპის დავალებებს, რომლებიც გულისხმობს პოდკასტების მოსმენასა და მათ გაგება-გაანალიზებას,
ამ შემთხვევაში მათთვის უცხო ენა ხდება გაცილებით ორგანული და მარტივად იმახსოვრებენ როგორც უცხო სიტყვებს, ასევე
გრამატიკულ კონსტრუქციებს. სიტუაციური დავალებებისადმი კეთილგანწყობილია მოსწავლეთა
უმეტესობა, წყვილებში ან ჯგუფური დავალებები ნაკლებად ერთულებათ, რადგან
10
ასეთ დროს ხდება ფუნქციების გადანაწილება და
საერთო შედეგი გაცილებით თვალსაჩინოა, თითოეული მოსწავლის პროდუქტიულობაც საგრძნობლად
გაზრდილი. წერითი დავალებებეის შერულება მოსწავლეთა უმეტესობისთვის სირთულეს წარმოადგენს,
საინტერესოა ის ფაქტი, რომ აქ მხოლოდ ენობრივ ბარიერეს
არ ვაწყდებით პრობლემად , როდესაც წერით
დავალებაში ვგულისხმობთ ესეს , წერილის ან რაიმე ტიპის სტატიის შექმნას. მოსწავლეები
ხშირად განიცდიან თანმიმდევრული მსჯელობის უნარის ნაკლებობას და სწორედ ეს ფაქტორიც
ხელისშემწყობია იმისა, რომ მოსწავლეებს არ უყვართ წერითი დავალებები. ისისნი ამჯობინებენ
ზეპირმეტყველებაში გამოხატონ ერთი-ორი სიტყვით საკუთარი აზრი, ლაკონურად,ვიდრე აკადემური
სტილის დაცვით.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი კვლევის
მიზანი გახლდათ ნათლად გამომეკვეთა პრობლემის არსი, თუ რატომ ვერ ხერხდება ინეტნსიური
საშინაო დავალებების ფონზე ინგლიური ენის სრულფასოვნად შესწავლა მაშინ, როდესაც დაწყებითი
საფეხურიდან ისწავლება, როგორც სავალდებულო საგანი.
ზემორე ფაქტორებისა და პრობლემების გათვალისწინებით,
პირველი ეტაპისთვის გადავწყვიტე, შემედგინა კითხვარები თითოეული ჯგუფისთვის,(მოსწავლეები,
მასწავლებლები, მშობლები) და დავლოდებოდი შედეგებს, რათა უფრო ნათელი და რეალური სურათი
მიმეღო.
11
კითხვარები გამოიყურება შემდგენაირად:
კითხვარი მასწავლებლებისთვის:
1.რატომ აძლევთ მოსწავლეებს
საშინაო დავალებას?
2.რა ტიპის საშინაო დავალებას ანიჭებთ უპირატესობას?
3.რა ინტენსივობით და რა მოცულობით აძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას?
4.როგორ ფიქრობთ, რა დროს ანდომებს თქვენი მოსწავლე
საშუალოდ საშინაო დავალებას კვირის განმავლობაში?
5.როგორ ასწორებთ საშინაო დავალებას?
●კლასში
●მოსწავლეთა წყვილებში
●გაკვეთილების შემდეგ,
ან სახლში
6. უმეტესად როგორ აფასებთ მოსწავლეებს?
●ნიშნებით
●კომენტარებით
●ორივე
7.აძლევთ თუ არა დიფერენცირებულ დავალებებს მოსწავლეებს?
●დიახ
●არა
12
8.როგორი მიდგომა გაქვთ იმ მოსწავლეების მიმართ, ვინც
არ ასრულებს საშინაო დავალებას?
●ვუწერ უარყოფით შეფასებას
●შემოვიფარგლები სიტყვიერი კომენატრით
●ვატყობინებ მშობელს
კითხვარი
მოსწავლეებისთვის:
1.რამდენად მარტივი ან რთულია თქვენთვის დავალების შესრულება?
●ძალიან მარტივია
●ძალიან რთულია
●ნაწილობრივ მარტივია
●ნაწილობრივ რთულია
2.რამდენად ხშირად გაქვთ საშინაო დავალება ინგლისურ ენაში?
●ყოველ დღე
●სამჯერ კვირაში
●ერთხელ კვირაში
3.რამდენად ხშირად ასრულებთ საშინაო დავალებას?
●ყოველთვის
●ზოგჯერ
●არასდროს
4.რამდენ დროს ანდომებთ საშინაო დავალების შესრულებას?
●ბევრი
●ცოტა
●საშუალო
13
5.როგორ მოწმდება თქვენი საშინაო დავალება?
●ნიშნებით
●კომენტარებით
●არ ვიღებ უკუკავშირს
6.გეხმარებათ თუ არა საშინაო დავალება ინგლისური ენის
ცოდნის გაღრმავებაში?
●დიახ
●არა
●ნაწილობრივ
7.რა ტიპის დავალებებს ანიჭებთ უპირატესობას?
●წერითი
●საკითხავი მასალა
●ინფორმაციის მოძიება
●გრამატიკული
კითხვარი მშობლებისთვის:
1.როგორ
ფიქრობთ, რა რაოდენობით აქვს თქვენს შვილს საშინაო დავალება?
●ბევრი
●ცოტა
●საშუალო
2.რამდენად ჩართული ხართ თქვენი შვილის საშინაო დავალების
შესრულებაში?
●სრულიად
●ნაწილობრივ
●არასდროს
14
3.რამდენ დროს უთმობს თქვენი შვილი საშინაო დავალების
შესრულებას
●1 საათი
●30 წუთი
●მთელი საღამო
4.იძულებითია თუ ნებაყოფლობითი თქვენი შვილის მიერ საშინაო
დავალების შესრულება?
●იძულებითი
●ნებაყოფლობითი
5. მიგაჩნიათ თუ არა
საშინაო დავალება მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში?
●დიახ
●არა
6. სწავლის ხარისხი დამოკიდებულია თუ არა საშინაო დავალების
რაოდენობაზე?
●დიახ
●არა
გამოკითხვის საფუძველზე
საკვლევი პრობლემის შედეგები
მასწავლებელთათვის განკუთვნილმა კითხვარის შედეგებმა აჩვენა, რომ მასწავლებელთა
80 % უპირატესობას ანიჭებს საშინაო დავალების ინტენსიურ მიცემას. მასწავლებლები ძირითადად
იყენებენ ორივე შეფასების მეთოდს, თუმცა მოსწავლეთა შედეგებიდან გაირკვა, რომ არის
შემთხვევები, როდესაც უკუკავშირი საერთოდ არ არსებობს მასწავლებლის მხრიდან, რაც იმას
ნიშნავს, რომ საშინაო დავალებას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს, მას არანაირი ლოგიკური
დატვირთვა არ გააჩნია ცოდნის განმტკიცებისა ან გაღრმავებისთვის.
მშობლებისთვის განკვუთვნილმა
კითხვარმა მოგვცა შემდეგნაირი სურათი: მშობელთა 60 % მიაჩნია, რომ მათ შვილებს იმაზე
მეტი საშინაო დავალება აქვთ ყოველდღიურად, ვიდრე ეს მათ შესაძლებლობებს აღემატება.
ნაწილი კმაყოფილია არსებულით, ხოლო ზოგიერთი თავს იკავებს, ან სათანადოდ თვალყურს ვერ
ადევნებს ბავშვების საშინაო დავალებას. ის მშობლები, ვინც მიიჩნევს, რომ საშინაო დავალება
15
დადებითად მოქმედებს სწავლის
ხარისხზე, ფიქრობენ, რომ საშინაო დავალების
რაოდენობა აუცილებლად
უნდა იყოს ბევრი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლე ვერ შეძლებს სრულფასოვნად გაიაზროს
სასწავლო მასალა.
ყველაზე საინტერესო კი
თავად მოსწავლეთა პასუხების შედეგია, მოსწავლეების უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ საშინაო
დავალება ფუჭად დროის კარგვაა, მათ ურჩევნიათ დრო გამოიყენონ გაცილებით საინტერესოდ,
ვიდრე რუტინული დავალებების წერაა. მოსწავლეთა უმეტესობას ურჩევნია ინგლისურ ენაში
ისეთი დავალებები, რომლებიც გულისხმობს თანამედროვე ტექსტების კითხვას, სიმღერის ტექსტების
თარგმანს, პროექტს ან ჯგუფურ დავალებებს, ვიდრე სახელმძღვანელოთი განსაზღვრული დავალებების
შესრულებას. მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ საშინაო დავალებას არ უნდა ჰოქნდეს ყოველდღიური
ხასიათი,ისინი აღნიშნავენ, რომ საშინაო დავალების შესრულებისას უფუჭდებათ გუნება-განწყობა,
იწვევს დაძაბულობას და ღელვას დავალების არქონის შემთხვევაში, რადგან ხშირად მოყვება
უარყოფითი შეფასება მასწავლებლის მხრიდან, ხოლო ისინი, ვინც სისტემატურად ასრულებენ
საშინაო დავალებას, ამბობენ, რომ შესაბამის უკუკავშირს მასწავლებლისგან ვერ იღებენ.საერთო
ჯამში მასწავლებლებისა და მშობლებისაგან განსხვავებით მოსწავლეები ვერ ხედავენ საშინაო
დავალების მნიშვნელოვნებას ინგლისური ენის სწავლის პროცესში.
ქვემოთ იხილიეთ დეტალური შედეგები შესაბამის
დიაგრამებზე.
16
17
18
19
პრობლემის იდენტიფიცირება
ინტერვენცია
მოსწავლეთა ანკეტირების, გამოკითხვისა და შედეგების
მიღების საფუძველზე ცალსახად გამოიკვეთა საშინაო დავალების როლი ინგლისურ ენაში, ჩემთვის
ნათელი გახდა, რამდენად დიდი ან მცირე დატვირთვა უნდა ჰქონდეს სშინაო დავალებას უცხო
ენის სწავლებისას.
ვინაიდან მოსწავლეთა უმეტესობა არ ემხრობოდა
საშინაო დავალების არსებობას, ხოლო დიდ ნაწილს განსხვავებული ტიპის დავალებების შესრულება
სურდა, ამიტომ ჩემი პედაგოგიური მოვალეობები კიდევ უფრო გაძლიერებულად მივმართე მოსწავლეთა
ინეტერესებისა და სურვილებისკენ, კერძოდ, მაქსიმალურად შევამცირე საშინაო დავალების
ოდენობა, მე-7 კლასში, სადაც კვირაში სამი საათი ეთმობა ინლისურ ენას საშინაო დავალებისთვის
გამოვყავი კვირაში საშუალოდ 15 წუთიდან 30 წუთამდე, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად
სწარაფად, ან რამდენად ნელი ტემპით შეიძლება ასრულებდეს მოსწავლე დავალებას მისი ცოდნისა
და უნარების გათვალისწინებით. მომდევნო გაკვეთილზე აღმოჩნდა, რომ 19 მოსწავლიდან
17-ს ჰქონდა მომზადებული საშინაო დავალება, სხვა შემთხვევაში ასეთი მკვეთრი თანაფარდობა
არ ყოფილა. ამ ერთგვარმა ექსპერიმენტმა, აშკარაა, დადებითად განაწყო მოსწავლეები, ანალოგიური
შედეგი განმეორდა სხვა დანარაჩენ კლასებშიც.
იმისათვის, რომ რუტინული და ზედმეტად ერთგვაროვანი
სახე არ მიეღო ჩემს ქმედებას, გადავედი შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობდა განსხვავაებული
ტიპის დავალების მიცემას, კერძოდ, მოსწავლეებს დავავალე, აერჩიათ მათთვის საყვარელი
სიმღერა, მოეძებნათ სიმღერის ტექსტი ინტერნეტის დახმარებით და ექციათ ის პროზაულ ტექსტად.
აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებში დიდი მონდომება და მოტივაცია გამოიწვია აღნიშნულმა საშინაო
დავალებამ. მოსწავლეებმა მათთვის სასურველი და სახალისო გზით შეძლეს გამოემუშავებინათ
წერის უნარ-ჩვევა, მეტყველებისა და თხრობის, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ინგლისური ენის
შესწავლისას. გარდა ამისა, სიმღერის ტექსტებში არსებულმა სლენგმა და შემოკლებულმა ფორმებმა
მოსწავლეებს საშუალება მსცა უკეთ გაეგოთ ნგლისური ენის სტილისტიკის საკითხები, განსხვავება
წარმოთქმაში, (ფონეტიკური საკითხები,) განხილვისას ბრიტანული და ამერიკული ინგლისურის
განსხვავების თავსებურებებსაც შევეხეთ, იმ დნემდე, რამდენადაც არსებული მასალა გვიწყობდა
ხელს.
საშინაო დავალების მიცემისას, თუკი მასწავლებელი
აძლევს მას სახელმძღვანელოს სავარჯიშოს რვეულიდან, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს
დროის ინტერვალი, თუ რა პერიოდი აქვთ მოსწავლეებს კონკრეტული დავალების შესასრულებლად,
ერთი, ორი თუ მეტი დღე, აშკარად დადებითად განაწყობს მოსწავლეს შეკითხვა,
20
თუ
რა რაოდენობის სავარჯიშოების გაკეთება შეიძლება მოასწროს მომდევნო გაკვეთილამდე.
ასეთი მიდგომა მოსწავლეებში იწვევს ნდობასა და პატივისცემას, ამაღლებს
მოტივაციას, მოსწავლეებს უჩნდებათ განცდა, რომ მასწავლებელი ერთპიროვნული მმართველი
არ არის და დავალების განსაზღვრაში მოსწავლის აზრიც მისაღები და გასათვალისწინებელია.
ისეთ შემთხვევებში, როდესაც
საერთოდ არ დავტვირთე მოსწავლეები საშინაო დავალებით, თავდაპირველად გამოიწვია გაკვირვება
და მოსწავლეების ნაწილმა ინფორმაციის გადამოწმება დამაზუსტებელი შეკითხვებით გამოხატეს.
თუმცა პირადი დაკვირვებიდან უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის ხარისხის დაქვეითებაზე არ
უმოქმედია საშინაო დავალების არ ქონას.
ამის შემდეგ მივმართე
კიდევ ერთ ხერხს, რომელსაც დავარქვი არასავალდებულო საშინაო დავალება, რაც გულისხმობდა
მოსწავლის ნება-სურვილის მიხედვით მის შესრულებას, ან არშესრულებას, კერძოდ, მოსწავლეებს
განვუმარტე, რომ მათ თუკი სურვილი გაუჩნდებოდათ, მომდევნო გაკვეთილისთვის უნდა ენახათ
რაიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ჩემთვის მოეყოლათ, მოყოლისას შეეძლოთ გამოეყენებინათ
სხეულის ენა, ჟესტიკულაცია , უცხო ენაზე საუბრის პარალელურად.
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა,
ისეთმა მოსწავლეებმაც კი მოამზადეს დავალება, რომლებიც სიბეჯითით არ გამოირჩევიან.
გაკვეთილზე მოტივაცია იყო საკმაოდ მაღალი ხარისხის, მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობდნენ
მთელი თავიანთი ლექსიკური რესურსის გამოყენებას, რათა მათი მოყოლილი ამბავი ყოფილიყო
გასაგები. მიმაჩნია, რომ ამგვარი ტიის დავალების მიცემამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ,
რომ ისინი სწავლობენ ინგლისურს არა როგორც ერთ-ერთ რიგირთ სასკოლო საგანს, არამედ ეუფლებიან
უცხო ენას, რომ თავისუფლად დაამაყარონ კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე საჭიროებისამებრ.
როდესაც მოსწავლეებს შევთავაზე საშინაო დავალების რამდენიმე ტიპი, მაგ. ვისაც ესეს
წერა შეეძლო, ესეს რამდენიმე სატაური დავწერე დაფაზე, მათთვის, ვისთვისაც რთულია აკადემიური
წერა, დაფაზე ჩამოვწერე სხვადასხვა სიტყვები და შევთავაზე იმ კონკრეტული სიტყვების
გამოყენებით შეექმნათ ნებისმიერი ამბავი.
დავასკვენი, რომ არჩევანის
საშუალება ყოველთვის დადებითად განაწყობს მოსწავლეს და სიზარმაცისკენ აღარ უბიძგებს.
22
იმისათვის, რომ საშინაო
დავალება აღმოჩნდეს ეფექტური, პირველ რიგში აუცილებლად უნდა იყოს რელევანტური მოსწავლის
ინტერესებსა და შესაძლებლობებზე.
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების
გათვალისწინებით, ვფიქრობ, უმჯობესია, ინგლისური ენის სწავლებისას გავითვალისწინოთ,
რომ მოსწავლეებს შევთავაზოთ შემდეგი ტიპის საშინაო დავალებები:
●მოსემნის უნარ-ჩვევებზე
ორიენტირებული
●Extensive tasks: პოდკასტების გამოყენებით
აქტიურად მეტყველებაზე ორიენტირებული საშინაო დავალებები.
●Real-world tasks, რაც გულისხმობს ენის სტილის რეალურ აღქმას და ინგლიური ენის გათავისებას.
●აკადემიური წერის უნარ-ჩვევებზე
ორიენტირებული დავალებები, როგორიც არის წიგნის, ფილმის ან რაიმე სახის ნაწარმოების
მიმოხილვას.
●Projrct work: პროექტზე მუშაობა, რომელიც
აერთიანების უცხო ენისათვის ყველა საჭირო ასპექტს, არის მოსწავლისთვის სახალისო და
საინტერესო, რადგან მსგავსი ტიპის დავალება ხელს უწყობს, არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას,
არამედ ხელს უწყობს მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
ასე რომ, კიდევ ერთხელ
დავძენ, სშინაო დავალების როლი მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცეში, საშინაო დავალება,
გარკვეულწილად, ხელს უწყობს მოსწავლის მობილიზებულობასა და პასუხისმგებლობას, ის ერთგვარი
რეჟიმია, რომელიც მოსწავლეს ავალდებულებს განიმტკიცოს სკოლაში მიღებული ინფორმაცია
სახლში დამოუკიდებლად, თუმცა, ალბათ, თუკი საშინაო დავალება მნიშვნელოვნად არ იქნება
მოსწავლის შეფასების განმსაზღვრელი, შესაძლოა, დადებითად იმოქმედოს მოსწავლის სწავლის
ხარისხსა და მის აკადემიურ მოსწრებაზე.
23
გამოყენებული ლიტერატურა:
● ნეფარიძე თეო (2014) საშინაო დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე
ინტერნეტგაზეთი mastavlebeli.ge http://mastsavlebeli.ge/?p=1986
●Eunsook Hong, Roberta M. Milgram (2000) Homework: Motivation
and Learning Preference
Bergin & Garvey Press
●Simplicio, Joseph S. C. (2005) Homework in the 21st
Century: The Antiquated and Ineffectual Implementation of a Time Honored
Educational Strategy
Education Vol.126. no, 1 Fall
●Suzanne Capek Tingley (2014) Beyond the classroom- homework, reading, teaching techniques and strategies , Should
Students Have Homework?
კვლევის წარდგენის შედეგები
კვლევის წარდეგნა მოხდა კათედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის
წარმომადგენლები და საგნობრივი კოლეგები.
წარდგენის შემდეგ მკვეთრი აზრთა
სხვადასხვაობა არ გამოუწვევია ნაშრომს, გამოიკვეთა ძირითადი დამოკიდებულება, რომ საშინაო
დავალება ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს
ასრულებს სასწავლო პროცესში, თუმცა ექვემდებარება ერთგვარ მოდიფიკაციას
საშინაო დავალებისადმი მიდგომა, კერძოდ, მასზე ნაკლები როლის დაკისრება, შეფასებისას.
კოლეგები დამეთანხმნენ, რომ საშინაო დავალების შერჩევისას, სასურველია
მასწავლებელმა გაითვალისწინოს და მიმართოს იმ ტიპის საშინაო დავალებებს, რომლებიც ზემოთაა
ჩამოთვლილი.
როგორც უკვე აღინიშნა, კვლევას ესწრებოდნენ ჩემი საგნობრივი კოლეგები:
ანა ვერულაშვილი, ეთო ბაქრაძე, ფატი ხვედელიძე.
ანამ აღნიშნა, რომ საშინაო დავალების როლი ინგლისურ ენასთან მიმართებაში
მნიშვნელოვანია და საჭიროა იმ ტიპის დავალებების უფრო აქტიურად მიწოდება მოსწავლეებისთვის,
რაზეც პრეზენტაციის დროს ვისაუბრე. იმ ფაქტსაც დაეთანხმა, რომ დავალების რაოდენობის
განსაზღვრა ნამდვილად მნიშვნელოვანია და ჩემს კვლევაში წამოჭრილი ეს საკითხი ყურადსაღებია
თითოეული მასწავლებლისთვის.
ჩემმა კოლეგამ, ეთომ დასძინა, რომ საშინაო დავალების შეფასებაზე უფრო მეტ
ყურადღებას გაამახვილებს, რათა მოსწავლეებისგან მიღებული უკუკავშირი უფრო მეტად იყოს
მათ საჭიროებებზე გათვლილი.
კვლევა, როგორც პედაგოგს, დამეხმარა, უკეთ განმესაზღვრა ჩემი მოსწავლეებისთვის
საშინაო დავალების ტიპები და რაოდენობა, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ეფექტიანი სასწავლო
პროცესის წარმართვისათვის.
25
No comments:
Post a Comment