პედაგოგიური კვლევა- საშინაო დავალების როლი ინგლისური ენის სწავლა-სწავლების პროცესში
Forum Theatre
We Love Role Play
პროექტის პრეზენტაცია
Saturday, 18 May 2019
Monday, 12 March 2018
Sunday, 11 March 2018
Friday, 23 June 2017
Lets's make flyers
პროექტის მიზანი: მოსწავლეებს აღეძრათ ინტერესი სახალისო
და გასართობი გზით შეისწავლონ უცხო ენა და, ამასთანავე, განივითარონ მულტიმედიური
უნარები, რაც გულისხმობს „ფლაერების“, „ბუქმარქების“ და სხვ. პროგრამებში მუშაობას. უცხო ენის შსწავლა და მისი პრაქტიკული გამოყენება საინტერსო და გასართობი ხდება მაშინ, როდესაც შეგიძლია აი, ასეთი Flyer-ი დაამზადო
ესეც ერთ-ერთი მოსწავლის მიერ დამუშავებულ-შექმნილი ფლაერი საინტერესო გზავნილით. :)
ესეც ერთ-ერთი მოსწავლის მიერ დამუშავებულ-შექმნილი ფლაერი საინტერესო გზავნილით. :)
Thursday, 15 June 2017
cyber-bullying
პროექტის მიზანი: საერთოდ ბულინგის
თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა 21-ე საუკუნეში. ამას ჩვენი ცხოვრების წესი
და პირობებიც მნიშვნელოვნად განაპირობებს. დღეს იმდენად დიდი რაოდენობით დროს ატარებს ადამიანი ინტერნეტ სივრცეში, რომ ,
ფაქტობრივად, მას უწევს ცხოვრება ორმაგ სამყაროში.
სამწუხაროდ, ხშირად გაუკონტროლებელია ჩვენი უსაფრთხოება
და პრივატულობა კიბერ-სივრცეში, ამიტომ თითქმის ყოველი ჩვენგანი მეტ-ნაკლებად მსხვერპლია
ბულინგის ნების თუ უნებლიედ.
მნიშვნელოვანია, რომ მოზარდები ხშირად დაფიქრდნენ აღნიშნულ
პრობლემაზე და მეტი დიალოგი იქნონიონ როგორც ერთმანეტში, ასევე მასწავლებელსა და მოსწავლეს
შორის, მშობლების როლიც, ამ შემთხვევაში, იმპერატიულია.
აღნიშნულ თემაზე მუშაობამ მოსწავლეებს ბევრი საჭირო
უნარი გამოუმუშავა და დააფიქრა საკითხზე კიდევ ერთხელ, ხელი შეუწყო მეგობრული ურთიერთობების
ჩამოყალიბებას და იმის გაცნობიერებას, რომ შესაძლოა, ვინმე განსხვავავებულია ჩვენგან
რაიმე ფორმით, სტილით, გემოვნებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩაგვრის ობიექტად
უნდა ვაქციოთ.
ესეც ერთ-ერთი ნიმუში შევსებული კითხვარის
ეს კი ჩვენი პროექტის წარმატებული პრეზენტაცია, რომელიც IX კლასის მოსწავლემ
წარადგინა
ესეც შევსებული კითხვარების შედეგად მიღებული სტატისტიკა:
Subscribe to:
Posts (Atom)




